აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
01-10-2019
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით, სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
პრეზენტაციის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ირინა ჯოლოგუამ 1993 წლის 27 სექტემბერზე და იმ პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე დეტალურად ისაუბრა.
პრეზენტაციაზე მოსწავლეებმა ირინა ჯოლოგუას შეკითხვები დაუსვეს, რომლებზეც პრეზენტატორმა ამომწურავად უპასუხა.
შეხვედრაზე აფხაზეთი და 27 სექტემბერი სკოლის დირექტორის მოადგილემ ჟანა ცხომარიამ, პედაგოგებმა, ფლორა კვარაცხელიამ, ინგა თოდუამ, ქეთევან კვარაცხელიამ, ალა კვეკვესკირმა და სხვებმა გაიხსენეს.
პრეზენტაციის ბოლოს დოკუმენტური ფილმი „სოხუმის დაცემა“ აჩვენეს. ღონისძიების შემდგომ მოსწავლეებმა და პედაგოგებმა საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 26 წელი შესრულდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს