ურავლის საჯარო სკოლაში სპორტის სხვადასხვა სახეობაში შიდა სასკოლო თამაშები ჩატარდა
01-10-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის ურავლის საჯარო სკოლაში, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში შიდასასკოლო თამაშები ჩატარდა.
მოსწავლეები ერთმანეთს ფრენბურთში, კალათბურთსა და ჭადრაკში შეეჯიბრნენ.
სპორტულ აქტივობებში ჩართული ყველა მოსწავლე თამაშებით კმაყოფილი დარჩა.
23-30 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, საქართველოში ევროპის სპორტის კვირეული მეორედ გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს