მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარათონში გაიმარჯვეს
01-10-2019
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხარაგაულში ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში გამართულ მარათონში გაიმარჯვეს.

გარბენი ე.წ. „დევების“ მიმდებარე ტერიტორიიდან სპორტულ დარბაზამდე ტერიტორიას მოიცავდა.

პირველი ადგილი მარელისელმა ლუკა ცხვედაძემ დაიკავა, მეორე ადგილზე ასევე მარელისში მცხოვრები გიორგი მეგრელიშვილი გავიდა.

გამარჯვებულები წამახალისებელი სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

23-30 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, საქართველოში ევროპის სპორტის კვირეული მეორედ გაიმართა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203