ბზვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონისთვის“ ენთუზიაზმით ემზადებიან
30-09-2019
საქართველოს სკოლებში, მათ შორის,  ვანის მუნიციპალიტეტის, ბზვანის საჯარო სკოლაში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, ტრადიციულად, „ეტალონის“ და Izrune.ge-ს  საინფორმაციო პოსტერები დარიგდა.

სკოლის მოსწავლეებმა,  მასწავლებლებთან ერთად პოსტერები თვალსაჩინო ადგილას გამოაკრეს და ინფორმაციას გაეცნენ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან. 

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203