უჩხოს საჯარო სკოლის სამმა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა
30-09-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის უჩხოს საჯარო სკოლის სამ მასწავლებელს, ლამზირა თავართქილაძეს, გულნარა ლაბაძეს და მერი თავართქილაძეს, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
„ჩვენი სკოლა განსაკუთრებით შეხვდა ახალ 2019-20 სასწავლო წელს. სამ მასწავლებელს, ლამზირა თავართქილაძეს, გულნარა ლაბაძეს და მერი თავართქილაძეს, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. სკოლის დაწყება იყო სასიხარულოც და ემოციურად დატვირთულიც. ხუთი პედაგოგი მასწავლებლის ჯილდოს დათანხმდა და სკოლას დაემშვიდობა“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.