რუფოთის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს
30-09-2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის, რუფოთის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი შემდეგმა პედაგოგებმა მოიპოვეს: ისტორიის პედაგოგებმა, ანერი აბესაძემ და თეა დოლაკიძემ, დაწყებითი კლასის მასწავლებელმა ნინო ქლიბაძემ.

„სკოლა დიდი სიყვარულით ულოცავს პედაგოგებს წამყვანი მასწავლებლის ტიტულს. წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში, ვამაყობთ თქვენით“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203