ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით პოეზიის საღამო ჩატარდა
30-09-2019
პროექტის „წარმოაჩინე ახალგაზრდა პოეტების“ ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დარბაზში, საბა ხვიჩიასა და ირაკლი ბერიშვილის პოეზიის საღამო ჩატარდა.
პოეზიის საღამო ორგანიზატორი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრი და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრი.
პროექტში აქტიურად მონაწილეობისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრის დირექტორმა, მადონა მაქაცარიამ და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორმა, გიორგი ფიფიამ, ახალგაზრდა ნიჭიერ პოეტებს მადლობის სიგელები გადასცეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სასულიერო პირები, ახალგაზრდა პოეტები და მოწვეული სტუმრები.
პროექტის „წარმოაჩინე ახალგაზრდა პოეტების“ ფარგლებში ყოველი თვის ბოლო კვირას მსგავსი საღამოები გაიმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს