ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლას 2 წამყვანი და 2 უფროსი მასწავლებელი შეემატა
30-09-2019
ჭიათურის მუნიციპალიტეტის ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლას 2019-2020 სასწავლო წელს 2 წამყვანი და 2 უფროსი მასწავლებელი შეემატა.

სკოლას სულ 13 პედაგოგი ჰყავს. მათგან მხოლოდ ერთია პრაქტიკოსი.

„ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი სასიხარულო მონაცემებით დაიწყო. ამ წელს მას 2 წამყვანი და 2 უფროსი მასწავლებელი შეემატა. ვიმედოვნებთ, რომ დეკემბრის ბოლომდე ჩვენს მაღალმთიან, მცირეკონტიგენტიან სტატუსის მქონე სკოლას სრულად ეყოლება სერთიფიცირებული პედაგოგები. ყველა პედაგოგი ზრუნავს სწავლის ხარისხის ამაღლებაზე და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებაზე. ვფიქრობ ეს სასწავლო წელი იქნება ნაყოფიერი და შედეგის მომტანი“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203