ქუტირის საჯარო სკოლის პედაგოგმა ლელა ბახტაძემ სტატუსი აიმაღლა
30-09-2019
აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის ქუტირის საჯარო სკოლას კიდევ ერთი უფროსი მასწავლებელი შეემატა.
„დირექცია და პედკოლექტივი ლელა ბახტაძეს ულოცავს წარმატებას და უსურვებს მომავალში კიდევ მრავალი წარმატება ჰქონოდეს. ლელა, შენი წყალი გადმოსხმოდეს ყველა პრაქტიკოს მასწავლებელს და წლის ბოლოს მათთვისაც მიგველოცოს“, - ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს