ღოუბანის საჯარო სკოლაში სპორტულ-შემეცნებითი შეჯიბრი გაიმართა
30-09-2019
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ღოუბანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო და სპორტულ აქტივობებში ჩართულობით ყოველთვის გამოირჩევიან.

სკოლაში სპორტულ- შემეცნებითი ღონისძიება „მხიარული სტარტები“ გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ღონისძიება ევროპის სპორტის კვირეულთან დაკავშირებით განხორციელდა.

ევროპის სპორტული კვირეული შიდა სასკოლო აქტივობაა. ის ასაკობრივი ზღვარის გათვალისწინებით, მოსწავლეთა მასიურ ჩართულობას ემსახურება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203