ხოჯორნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთი გაიხსენეს
30-09-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა აფხაზეთი გაიხსენეს.

მათ  ლექსები წაიკითხეს, აფხაზეთზე იმღერეს და ისაუბრეს ფილმზე - „მანდარინები“, რომელიც საშინაო დავალებად ჰქონდათ. პროექტ-გაკვეთილი კონსულტანტ-მასწავლებელს, ლალი მარგიანს, ეკუთვნოდა.

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 26 წელი შესრულდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203