ჩოჩხათის საჯარო სკოლის რვა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა
30-09-2019
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩოჩხათის საჯაროო სკოლის რვა პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
ეს მასწავლებლები არიან: ია ღლონტი, რუსიკო კუპრაძე, დალი კვერენჩხილაძე, მარინა თავართქილაძე, მაია გუმბარიძე, ლალი გოროზია, მანონი ლეჟავა, რუსუდან პაქსაძე.
ჩოჩხათის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგებს ულოცავს სტატუსის ამაღლებას.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.