ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის ორ პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
30-09-2019
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პედაგოგებს, დოდო ლილუაშვილს და მანანა ჯიქურიძეს, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მენიჭათ.

„ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ ამავე სკოლის მასწავლებლებს დოდო ლილუაშვილს და მანანა ჯიქურიძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას. კიდევ მრავალი წინსვლა და წარმატება მოგველოცოს“, - ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203