ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის სამ პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
30-09-2019
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის პედაგოგებს, ირინე კუჭავას, ლამზირა თხელიძეს და ნონა მაჭარაშვილს, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
სკოლის დირექტორმა, რომან ჯაიანმა, მათ წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელები გადასცა და თითოეულ მათგანს კარიერული წინსვლა უსურვა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს