წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის დირექტორმა და პედაგოგმა სტატუსი აიმაღლეს
30-09-2019
ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის დირექტორმა და პედაგოგმა სტატუსი აიმაღლეს. 

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სკოლაში პროფესიული წინსვლის ზეიმია, რადგან სკოლის დირექტორს, ისტორიის
წარმატებულ პედაგოგს, ნონა მებონიას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

ხოლო, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, თამარ კაკაჩიამ მენტორის სტატუსი ღირსეულად  მოიპოვა.

„პედაგოგიური კოლექტივი, დირექტორსა და მასწავლებელს შრომის დაფასებასა და სტატუსის ცვლილებას ულოცავს. დაე, იმრავლოს სიხარულით სავსე, პროფესიულმა წინსვლამ მათ ცხოვრებაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203