აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ
30-09-2019

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ხატია ხარებავასთან ერთად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა ძველი არქეოლოგიური ოქროსა და ვერცხლისგან შექმნილი ნაკეთობა/ნამუშევრები დაათვალიერეს და გაეცნენ მათი შექმნის ისტორიას.

მოზარდებმა, ასევე დაათვალიერეს ცნობილი ქართველი მხატვრების - ნიკო ფიროსმანიშვილის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილისა და სხვათა ნახატები.

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლა მადლობას უხდის აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ასევე, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგ ხატია ხარებავას, საინტერესო აქტივობის ორგანიზებისა და განხორციელებისთვის!  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203