
ხონის მუნიციპალიტეტის კონტუათის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს
„კონტუათის საჯარო სკოლის პედკოლექტივი მრავალრიცხოვანი შემადგენლობით არ გამოირჩევა, ის სულ 17 მასწავლებლისგან შედგება. ახალი სასწავლო წლის დაწყებისას 7 მათგანი უფროსი მასწავლებლის სტატუსს ფლობდა (მათ შორის ერთი დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე).
სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, დღევანდელი ვითარების ჩათვლით მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდა, - უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ პედაგოგებს: ირინა მიქაძეს და გიორგი სანოძეს, ხოლო წამყვანი მასწავლებლის - ნანა კუხალაშვილს და მამუკა მენაბდეს. კონტუათის საჯარო სკოლა მიღწეულ წარმატებებს ულოცავს თავის მასწავლებლებს და მომავალ გამარჯვებებს უსურვებს!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.