სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
30-09-2019
წალკის მუნიციპალიტეტის, სამების საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობით ყოველთვის გამორჩეულები არიან.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა სასკოლო სპორტის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.

მოსწავლეები ერთმანეთს ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და სხვა სახალისო სპორტულ აქტივობებში შეეჯიბრნენ.
სასკოლო სპორტის საერთაშორისო დღე თითოეული მოსწავლისთვის სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203