აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სიგელებით და დიპლომებით საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
30-09-2019
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი სასიამოვნო განწყობით დაიწყო. სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლაში საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სკოლაში დილიდანვე კარგი განწყობა სუფევდა. 

„ახალი სასწავლო წლის დაწყება გამორჩეული დღეა სკოლის ცხოვრებაში. გამონაკლისი არც წლევანდელი წლის სექტემბერი იყო.

მონატრებული მასწავლებლები და მოსწავლეები სითბოთი და სიყვარულით ეგებებოდნენ ერთმანეთს. მალე დაიწყო ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი, ლექსებს სიტყვები ენაცვლებოდა, სიტყვებს- სიმღერები.
 
ღონისძიების დასასრულს სწავლასა და  ყოფაქცევაში, სპორტსა და სხვადასხვა აქტივობებში გამორჩეულ მოსწავლეებს საზეიმოდ გადაეცათ ქების სიგელები და დიპლომები”,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203