ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს
30-09-2019

ქუთაისის N9 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს.

სკოლას წელს, 7 უფროსი, 13 წამყვანი და 1 მენტორი მასწავლებელი შეემატა. 

უფროსი მასწავლებლები გახდნენ: ჭელიშვილი მაია, გიორგაძე მარი, ჟორჟოლიანი ნინო, ბოხუა ეკა, ჭრელაშვილი ხათუნა, არჩვაძე ალა და სალდაძე თეა.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ: სინატაშვილ ვიოლეტას, მაჩალაძე თამარს, თოფურია თეონას, გოგბერაშვილ ლიას, ბუცხრიკიძე ლიას,  გიორგაძე ნატოს, ვარდანიძე მადონას, კიკნაძე ნონას, მამრიკიშვილ ნარის, ნერგაძე გალინას, არაბიძე სალომეს, ბარდაველიძე ლალის, ბენდელიან მადონას.

მენტორი მასწავლებელი გახდა კვირკველია რუსუდანი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მოქმედი სქემის მიხედვით, მასწავლებლები ოთხი კატეგორიის მიხედვით ნაწილდებიან. სტატუსის ამაღლების შემთხვევაში იზრდება მასწავლებლის შრომითი ანაზღაურებაც.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203