ბარალეთის N2 საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი პედაგოგები ღონისძიებით გააცილეს
30-09-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგების გაცილების ღონისძიება მოეწყო.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, რუსული ენის მასწავლებელმა, კარინე ასლანიანმა, დაწყებითი კლასების პედაგოგმა, აგრაფინა ქოჩოიანმა და ხელოვნების მასწავლებელმა, ნუნუ ხმალძემ სკოლა დატოვეს.
პედაგოგებს სკოლაში გაწეული ღვაწლისთვის ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
გამოსამშვიდობებელ საღამოზე მასწავლებლებს სიტყვით სკოლის დირექტორმა ნინელი ანანიაშვილმა და დანარჩენმა პედაგოგებმა მიმართეს. ხოლო, მოსწავლეებმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს. ღონისძიებაზე ქორეოგრაფიული ნომრებიც შესრულდა. პედაგოგების გაცილებას სევდა და განშორებით გამოწვეული ცრემლები მოყვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს