აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში მსოფლიო მშვიდობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა
30-09-2019

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში მსოფლიო მშვიდობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული - „მშვიდობა გვსურს, ღიმილი გვინდა„ ჩატარდა.

პედაგოგებმა მოსწავლეებს, მსოფლიო მშვიდობის დღესთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდეს. მოსწავლეებმა კი, ღონისძიებისადმი მიძღვნილი ნახატები, ესეები და ლექსები წარმოადგინეს. 

მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაარსდა.

„პატივი მივაგოთ და გავაძლიეროთ იდეები მშვიდობის შესახებ მსოფლიოში“ - ეს იყო დღესასწაულის დაარსების იდეა და მიზანი. ოცი წლის შემდეგ კი, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო სპეციალური რეზოლუცია და ამით გამოაცხადა 21 სექტემბერი, როგორც ყოველწლიური დღესასწაული „გლობალური ცეცხლის შეწყვეტისა და არაძალადობისათვის“, - აღნიშნულია აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის  მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203