სამღერეთის საჯარო სკოლის კარი წელს 8 პირველკლასელმა შეაღო
30-09-2019
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სამღერეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყო.
სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, წელს, პირველად სკოლის კარი პირველი კლასის 8 მოსწავლემ შეაღო. პირველკლასელები ტრადიციულად დასაჩუქრდნენ კომპიუტერებით.
ღონისძიებაზე შეკრებილ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით სკოლის დირექტორმა მიმართა, რომელმაც მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და სკოლის შინაგანაწესი გააცნო.
ღონისძიების შემდეგ მოსწავლეები თავიანთ პედაგოგებთან ერთად საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ და სასწავლო პროცესს დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს