ახალციხის მუნიციპალიტეტი, ვალის N4 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სპორტული ღონისძიება ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მიზნად სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას ისახავს.
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა სპორტული თემატიკის პლაკატები დაამზადეს. დასასრულს კი სპორტისა და ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა, სპორტის კვირეულში აქტიური მონაწილეობისათვის მოსწავლეებს სიგელები გადასცა.
სპორტული ღონისძიება აფხაზეთის გმირებს მიეძღვნა. ამიტომ, მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
იხილეთ ფოტოები