გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ
30-09-2019

გორის N12 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კლუბის წევრი მოსწავლეები, ილიაუნის მიერ გამართულ სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ.

ღონისძიება თბილისში, ვაკის პარკში გაიმართა.

N2 კარავში გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სახალისო და საინტერესო ექსპერიმენტები ჩაატარეს, წარმოადგინეს სხვადასხვა მოდელი, რითიც მოახდინეს მეცნიერების პოპულარიზება სხვადასხვა ასაკის სტუმრებისთვის.

გორის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგები - ალა სანამიანი, მანანა ბარბაქაძე და ჟუჟუნა ვანიშვილი ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203