ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის მასწავლებელს მადონა უდესიანს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
30-09-2019
დმანისის მუნიციპალიტეტის ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს, მადონა უდესიანს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

„ახალგაზრდა მასწავლებელი მადონა უდესიანი, რომელმაც 2014 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტმა, მასწავლებლობა მოსინჯა და ,,დაავადდა’’ კიდეც – უკვე 5 წელია აქტიურად, ღირსეულად და შემოქმედებითად ემსახურება მომავალი თაობის აღზრდას.

წელს მას უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. მანამდე კი იყო დმანისის N1 საჯარო სკოლა, შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, რომელიც 2015 წელს დაამთავრა.

მადონა ერთგული მეგობარი და კოლეგაა, მოსწავლეების უფროსი მრჩეველი და საყვარელი მასწავლებელი, რომელიც ინგლისურ ენაში გაკვეთილების შემდეგ მეცადინეობებს უანგაროდ ატარებს.

მადონა უდესიანმა ჩაატარა მსოფლიოს მასშტაბური გაკვეთილი „გენდერული თანასწორობა“ და მოხვდა საუკეთესო ათეულში“, - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

ზემო ოროზმანის საჯარო სკოლა მადონა უდესიანს ულოცავს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას და კიდევ მეტ შემოქმედებით წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203