ზერტის საჯარო სკოლის დირექტორმა და მისმა მოადგილემ სტატუსი აიმაღლეს
30-09-2019

გორის მუნიციპალიტეტის ზერტის საჯარო სკოლის დირექტორმა და მისმა მოადგილემ პედაგოგის სტატუსი აიმაღლეს.

სკოლის პედაგოგიური კოლექტივი სკოლის დირექტორს, ჯუმბერ ტერუნაშვილს და მის მოადგილეს, თეა ბუზიაშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მოქმედი სქემის მიხედვით, მასწავლებლები ოთხი კატეგორიის მიხედვით ნაწილდებიან. სტატუსის ამაღლების შემთხვევაში, შესაბამისად, იზრდება მასწავლებლის შრომითი ანაზღაურებაც.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203