
ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაგვას საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს.
ახალი სასწავლო წლისთვის, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ მათემატიკის მაწავლებლებს - შუშანა ჯაფარიძესა და რევაზ აბაშიძე და ისტორიის პედაგოგ მაია კიკნაძეს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მოქმედი სქემის მიხედვით, მასწავლებლები ოთხი კატეგორიის მიხედვით ნაწილდებიან. სტატუსის ამაღლების შემთხვევაში, შესაბამისად, იზრდება მასწავლებლის შრომითი ანაზღაურებაც.