ჩხორიის საჯარო სკოლას ოთხი წამყვანი მასწავლებელი შეემატა
30-09-2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლას ოთხი წამყვანი მასწავლებელი შეემატა.
ეს პედაგოგები არიან - მზია ქარდავა, ინგა სამუშია, მზია ხარებავა, იზოლდა ხვიჩავა.
„საამაყოა, რომ ჩხორიის საჯარო სკოლა არ ღალატობს ტრადიციას. ძლიერ პედაგოგიურ კოლექტივს შეემატა 4 წამყვანი მასწავლებელი.პედაგოგიური კოლექტივი დიდი სითბოთი და სიყვარულით ულოცავს ოთხივე მასწავლებელს და უსურვებს მორიგ წარმატებებს“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.