თბილისის N108 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სპორტული აქტივობები მოეწყო
30-09-2019
თბილისის N108 საჯარო სკოლაში საქართველოში ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი სპორტული აქტივობები მოეწყო.

მოსწავლეები სკოლის ეზოსა და სპორტულ დარბაზში ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ. მათ შორის სირბილში, ბაგირის გადაზიდვაში და ა.შ. აქტივობებით ყველა მათგანი ძალიან კმაყოფილი დარჩა.

23-30 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, საქართველოში ევროპის სპორტის კვირეული მეორედ იმართება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203