ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები საზაფხულო ბანაკებში იმყოფებოდნენ
30-09-2019

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები საზაფხულო ბანაკებში იმყოფებოდნენ.

სასწავლო ოლიმპიადებში წარმატებული 3 მოსწავლე მიწვეული იყო წყნეთში, ბაქსვუდის საზაფხულო ბანაკში. აგრეთვე, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 3 მოსწავლე ისვენებდა ანაკლიის „მომავლის ბანაკში“ და ურეკში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, სპორტის,განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მიერ ორგანიზებულ ბანაკში.

როგორც მოსწავლეებმა განცხადეს, საბანაკე აქტივობებმა ხელი შეუწყო ახალგაზრდების ინტელექტუალური, პიროვნული, პროფესიული და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენას, ფორმირებასა და განვითარებას.  ქუთაისის N12 საჯარო სკოლასა და ამავე სკოლის მოსწავლეებს, ბანაკში, აქტივობებში მონაწილეობისთვის, სიგელები გადაეცათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203