მარტუნის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო
30-09-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის საჯარო სკოლაში ახალი 2019-20 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
სკოლის ქართული და სომხური სექტორის პირველკლასელებს საჩუქრად კომპიუტერები და სასკოლო წიგნები გადაეცათ. მოსწავლეები მიღებული საჩუქრებით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.
მარტუნის საჯარო სკოლა მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს უსურვებს მომავალში.