
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ურავლის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა ახალციხის ტბაზე გამართულ ნაოსნობის შეჯიბრში გაიმარჯვეს.
შეჯიბრი ნაოსნობაში ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შორის ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. შეჯიბრში ურავლის საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ურავლის სკოლის წარმომადგენლის თქმით, მე-12 კლასის მოსწავლეებმა ნაოსნობაში პირველი ადგილი არავის დაუთმეს, მათ დამსახურებულად გაიმარჯვეს და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის სამსახურისაგან მედლებით, სიგელებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები