მასწავლებლების გაზრდილი ანაზღაურებისთვის 20 მილიონი ლარი გამოიყოფა, საპენსიო ასაკის პედაგოგების ჯილდოსთვის კი - 75 მილიონი
30-09-2019
2019 წლის ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგების ჯილდოსთვის 75 მილიონი ლარი გამოიყოფა, ხოლო მასწავლებლების 150-ლარიანი ხელფასების ზრდისთვის - 20 მილიონი ლარი.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

„2019 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება 2 ძირითადი მიზეზის გამო გახდა, პირველი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში გაჟღერებული ინიციატივაა, რომელიც ითვალისწინებს იმ მასწავლებლების ჯილდოების უზრუნველყოფას 2 წლის ხელფასის ოდენობით, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი და დატოვეს განათლების სისტემა, რაზეც დაახლოებით 75 მილიონი ლარის დამატება გვიწევს. მეორე კი ეს არის 150-ლარიანი ხელფასის ზრდა მასწავლებლებისთვის, რომელსაც დაახლოებით 20 მილიონი ლარის დამატება სჭირდება. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რისთვისაც ცვლილებების საჭიროება გახდა საჭირო განათლების სისტემის რეფორმა და დასამატებელი თანხების მობილიზებაა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ასევე იხილეთ:  „ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი, ოქტომბრიდან ანაზღაურება გაეზრდება“ - მიხეილ ბატიაშვილი

რა გაანგარიშებით არის დათვლილი მასწავლებლის გაზრდილი ხელფასი - განათლების სამინისტროს განმარტება

მასწავლებლების გარდა, ანაზღაურება გაეზრდებათ საჯარო სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციას, ტექნიკურ პერსონალს და რესურსცენტრების თანამშრომლებს

6 000-მდე პენსიონერი პედაგოგი ფულად ჯილდოს ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203