სადგურ მარელისის საჯარო სკოლის დირექტორმა ვერა ოდიკაძემ სტატუსი აიმაღლა
30-09-2019
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სადგურ მარელისის საჯარო სკოლის დირექტორმა ვერა ოდიკაძემ სტატუსი აიმაღლა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, დირექტორს წამყვანი პედაგოგის სტატუსი მიენიჭა.
„პედაგოგიური კოლექტივი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს სკოლის წარმატებულ და საუკეთესო დირექტორს, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას. თანამშრომლები თქვენით ამაყოფენ. თქვენ ჩვენი სკოლის ღირსეული წინამძღოლი ხართ. კიდევ მრავალი წარმატება გეზეიმოთ ცხოვრებაში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.