ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
27-09-2019
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სკოლის კურსდამთავრებულებმა, ნინო ხარჩილავამ და მარიამ მებონიამ, სკოლის მიმდებარე ტერიტორია და სოფლის ქუჩები დაასუფთავეს.
დასუფთავების აქცია სკოლის მასწავლებლის, ნარგიზ სხირტლაძის, სოციალური პროექტის „სუფთა გარემო“ ფარგლებში ჩატარდა.
მოსწავლეები პროექტში ხალისით ჩაერთნენ და სურვილი გამოთქვეს აღნიშნული სახის პროექტები უფრო მეტი ინტენსივობით ჩატარდეს.