აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე სახელმწიფო დროშის დაშვებით დაიწყო
27-09-2019
თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე დუმილითა და სახელმწიფო დროშის დაშვებით დაიწყო.
მოწვეულმა სტუმარმა, აფხაზეთის ომის მონაწილე გვარდიის კაპიტანმა, თენგიზ კვარაცხელიამ, სკოლის წინ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ომის ქარცეცხლიანი დღეები გაიხსენა და მათ მშვიდობისა და მეგობრობისკენ მოუწოდა. საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, ელისო სიჭინავამაც.
სკოლის მოსწავლეებმა ენგურს გაღმა თანატოლებს თავიანთი გზავნილი გაუგზავნეს.
დღეს სოხუმის დაცემიდან 26 წელი შესრულდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს