ტაბაკინის საჯარო სკოლა სასწავლო წლის დაწყებას ბევრი სიახლით შეხვდა
27-09-2019

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ტაბაკინის საჯარო სკოლა 2019-2010 სასწავლო წელს ბევრი სიახლით შეხვდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, გასულ სასწავლო წელს 5-მა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, საიდანაც 3 ეროვნულ გამოცდებზე  გავიდა. მათ უფასო ფაკულტეტებზე ჩააბარეს.

2019-2020  სასწავლო წელს პირველ კლასში 5 მოსწავლე შევიდა. მათ გადაეცათ კომპიუტერები და სახელმძღვანელოები. სახელმძღვანელოები დაურიგდათ დანარჩენ მოსწავლეებსაც.

რაც შეეხება პედაგოგებს, ორმა მასწავლებელმა - თამარ გუნიავამ და თამილა კირკიტაძემ სტატუსი აიმაღლეს და წამყვანი მასწავლებლები გახდნენ.

ხოლო, მურმან მუმლაძეს განაცხადი წარდგენილი აქვს უფროს მასწავლებლობაზე და პასუხს ელოდება. სამი საპენსიო ასაკის პედაგოგი ღირსეულად იქნენ გაცილებული სკოლიდან.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203