ვაზიანის საჯარო სკოლაში შიდა სასკოლო სპორტული ღონისძიება გაიმართა
27-09-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის ვაზიანის საჯარო სკოლაში, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შიდა სასკოლო სპორტული ღონისძიება გაიმართა.
სპორტული ღონისძიების დევიზი იყო - „აფხაზეთი ჩვენია“.
სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში აქტიურად ჩაერთნენ. მათ შორის იყო ფეხბურთი, სირბილი და ა.შ. ჩატარებული აქტივობებით ყველა მათგანი აღფრთოვანებული დარჩა.