გალავნის საჯარო სკოლაში აფხაზეთის ომში დაღუპულთა უკვდავსაყოფად სპორტული ღონისძიებები ჩატარდა
27-09-2019

აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა სახელების უკვდავსაყოფად, მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავნის საჯარო სკოლაში, სასკოლო-სპორტული ღონისძიებები  ჩატარდა.

სასკოლო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის 109 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, 27 სექტემბერი  მსოფლიოში სასკოლო სპორტის საერთაშორისო დღედ დაწესდა. ჩვენთვის, ქართველებისთვის,  27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა.

აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა სახელების უკვდავსაყოფად, მცხეთის მუნიციპალიტეტის გალავნის საჯარო სკოლაში ეგიდით - „აფხაზეთი ჩვენია“ სასკოლო სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ტურნირი ჩატარდა შემდეგ სახეობებში: ფეხბურთი, ფრენბურთი, მკლავჭიდი, 60 მეტრზე სირბილი.

ღონისძიებაზე მიწვეული იყო გალავნის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, საქართველოს საამაყო შვილი, მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი სამბოში, დეპუტატი, მცხეთის საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარე და სამბოს ეროვნული ნაკრების უფროსი მწვრთნელი ჯონდო მუზაშვილი, რომელმაც გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.

ტურნირში აქტიურად იყვნენ ჩართულნი  სკოლის ეკო კლუბი „მართვე“ და სასპორტო კლუბი „თეზამი 2“.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203