ტყემლანის საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიება გაიმართა
27-09-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ტყემლანის საჯარო სკოლაში 27 სექტემბერს ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში სპორტული ღონისძიება გაიმართა.

ფეხბურთის შეჯიბრში როგორც გოგონათა, ასევე ვაჟთა გუნდები მონაწილეობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად, ევროკავშირის ყველა ქვეყანა სექტემბრის ბოლო კვირეულს სპორტს უძღვნის „ევროპის სპორტის კვირეულის“ პროგრამით (#BaActive).

„ჩვენ ამავე დროს არ ვივიწყებთ იმას, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის 27 სექტემბერი, როგორც სოხუმის დაცემის დღე, უმძიმესია. შიდასასკოლო სპორტული ღონისძიება აფხაზეთის გმირებს მიეძღვნათ. ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად, ევროკავშირის ყველა ქვეყანა სექტემბრის ბოლო კვირეულს სპორტს უძღვნის „ევროპის სპორტის კვირეულის პროგრამით“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203