აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სპორტული ღონისძიებები ჩატარდა
27-09-2019
27 სექტემბერს, აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში, ევროპის სპორტის კვირეულის დღის ფარგლებში მრავალფეროვანი სპორტული ღონისძიებები ჩატარდა.
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ითამაშეს და ივარჯიშეს. აქტივობებით ყველა მათგანი ძალიან კმაყოფილი დარჩა.
23-30 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, საქართველოში ევროპის სპორტის კვირეული მეორედ გაიმართება.