წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ
27-09-2019
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს.

პედაგოგებს მარიკა ფიფიას, ნინო კალანდიას, ციცი ჭანტურიას და ნანა ჯაბურიას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. 

სკოლა მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

„სკოლის დირექცია და პედაგოგიური საზოგადოება ულოცავს წამყვანის სტატუსის მინიჭებას ამავე სკოლის მასწავლებლებს - მარიკა ფიფიას, ნინო კალანდიას, ციცი ჭანტურიას და ნანა ჯაბურიას და უსურვებს ახალ- ახალი მწვერვალების დაპყრობას მოსწავლეთა სწავლა - სწავლების და პროფესიული განვითარების კუთხით“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ მისალოც წერილში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203