ქუთაისის N12 საჯარო სკოლის პედაგოგებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ
27-09-2019
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს.
პედაგოგებს - მერი სართანიას, მაია დვალს, ქეთევან ვარდოსანიძეს, მაია რობაქიძეს, რევაზ ზაქარაშვილს, ცისანა ურთმელიძეს, მარინა ჟღენტს, დალილა ჯიშკარიანს და ირმა გოქაძე-გაბისონიას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
სკოლა მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
„ვულოცავთ ჩვენს მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებას!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.