ქუთაისის N3 სკოლის მოსწავლე მარიამ კუჭავა სწავლის გასაგრძელებლად ამერიკის უმაღლეს სამუსიკო სასწავლებელში მიიწვიეს
27-09-2019
ოპერის მომღერლის, დავით ღვინიანიძის ფონდმა კარნეგი ჰოლისკენ გზა გაუხსნა 12 ნიჭიერ მუსიკოს. მათ შორისაა წმინდა ნინოს სახელობის ქუთაისის N3 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე მარიამ კუჭავა.

ამ ფონდის ინიციატივითა და მხარდაჭერით რამდენიმე კონცერტი დაინიშნა. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.

„ეს არის ალმასი, რომელიც საჭიროებს დამუშავებას, რომ მივიღოთ ბრილიანტი“, - ასე შეფასდა მარიამის გამოსვლა.

მარიამ კუჭავა სწავლის გასაგრძელებლად ამერიკის უმაღლეს სამუსიკო სასწავლებელში მიიწვიეს.

სკოლა მოსწავლეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203