ქუთაისის N23 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს
27-09-2019
ქუთაისის N23 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სკოლის პედაგოგებს - ხათუნა ფირცხალაშვილს, შორენა ტყემალაძეს, ხათუნა ჯიმშელეიშვილს, ნინო საღარაძე, ნესტან სიხარულიძეს მენტორის სტატუსი აქვთ.

ხოლო, თამთა ხარაბაძეს, ია დვალიშვილს, სოფიო ხვადაგიანს, ზოია ფაიქიძეს, ნანა გურგულიას, მანანა ბურჯალიანს, ნანა ბიბიჩაძეს, ინგა ალავიძეს, ნატალია ყალიჩავას და ლია კორძაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. 

„მადლობა საუკეთესო შედეგებისათვის ქუთაისის N23 საჯარო სკოლის პედაგოგთა გუნდს. მადლობა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრს ჩვენი შრომის შეფასებისა და დაფასებისათვის! ეს შედეგები გვაქვს დღესდღეობით და სიხარულს თქვენც გიზიარებთ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203