დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ორ მასწავლებელს წამყვანის სტატუსი მიენიჭა
27-09-2019
დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებს მზევინარ ჩუბინიძესა და ნონა თოდუას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
მკითხველებს შევახსენებთ, რომ ეს არის მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საფეხური.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მზევინარ ჩუბინიძე და ნონა თოდუა გამოირჩევიან აგრეთვე პასუხისმგებლობის გრძნობითა და თანამშრომლობისადმი მზაობით. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება მათი გამორჩეული ნიჭიერებისა და შრომისმოყვარეობის შედეგია.