დედალაურის საჯარო სკოლის პედაგოგმა მარინე გრიგალავამ სტატუსი აიმაღლა
27-09-2019
ხონის მუნიციპალიტეტის, დედალაურის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წესი სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო.
სკოლის პედაგოგმა მარინე გრიგალავამ სტატუსი აიმაღლა.
პედაგოგმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
„სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მარინე გრიგალავას ამ წარმატებას ულოცავს და შემდგომ კარიერულ წინსვლას უსურვებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს