ორღულის საჯარო სკოლის პედაგოგმა მოსწავლეებს 1993 წლის 27 სექტემბრის მოვლენების შესახებ ლექცია წაუკითხა
27-09-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის, ორღულის საჯარო სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ია დარბაიძემ მე-8 კლასის მოსწავლეებს  ბიბლიოთეკაში 1993 წლის 27 სექტემბრს საქართველოში დატრიალებული მოვლენების შესახებ ლექცია წაუკითხა. 

ლექციის ფარგლებში მოსწავლეებმა თემები დაწერეს და ბიბლიოთეკაში ნამუშევრების პრეზენტაცია გამართეს.

„როგორც მოგეხსენებათ, მოსწავლეთა პატრიოტული აღზრდა პედაგოგის მოვალეობაა. ქვეყნის მომავალს ვერ ავაშენებთ, თუ წარსულს დავივიწყებთ. როგორც დიდი ილია ამბობდა: „ერის გათახსირება, პირქვე დამხობა იწყება მაშინ, როცა ის თავის ისტორიას ივიწყებს”. ეს ყველაზე დიდი და საპატიო გამოწვევაა სკოლისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203