კორბოულის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს
27-09-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის, კორბოულის N2 საჯარო სკოლისთვის 2019-20120 სასწავლო წელი წარმატებულად დაიწყო.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, პედაგოგების მუშაობა ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა.

ორმა პედაგოგმა- ეკა მოსიაშვილმა და მანანა ტაბატაძემ მენტორის სტატუსი მოიპოვა.

ათი პედაგოგი- გელა მაჭარაშვილი, ნანა ბერიძე, მელანო ძინძიბაძე, ნათია გაფრინდაშვილი, მაკა კილაძე, ნატო კილაძე, ნუნუ მაქაძე, ნინო მაჭარაშვილი, ხათუნა მაჭარაშვილი, ირმა სისვაძე, გარე დაკვირვების წარმატებულად გავლის შემდეგ, წამყვანი პედაგოგები გახდნენ. 

უფროსი მასწავლებლის სტატუსი კიდევ ორმა პედაგოგმა: ეკა სისვაძემ და ირმა ზაბახიძემ მიიღო.

ამ ეტაპისთვის სკოლას თხუთმტი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგი ჰყავს.

კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექცია მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203